წესები


ინტერნეტ ბურა

ამ თამაშის მრავალი სახეობა არსეობობს და მოთამაშეებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. ჩვენ გთავაზობთ საქართველოში კარგად გავრცელებულ სტილს 3 და 5 კარტა ბურას, მთლიანი და გადარჩეული კარტის დასტით (36 კარტი 20 კარტი)

3 კარტა ბურა

• თავდაპირველად კარტის ჩამსვლელად ითვლება ის მოთამაშე, რომელმაც თამაშის დაწყებისას გამოიცნო კოზირის ფერი, თითეული მოთამაშე იღებს სამ კარტს, რომლებიც ურიგდებათ კოზირის გამოცნობის შემდგომ. დარიგების მერე იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.

• ერთი მასტის (ფერის) კარტების კომბინაციას ქვია "მალიუტკა" სამი კოზირის კომბინაციას კი - "ბურა".

• ყველაზე ხშირი, თამაშის მსვლელობის დროს, დაკანონებული დამატებითი პირობები:

• სვლა კეთდება ერთი კარტით, (პარტნიორმაც უნდა დადოს ერთი კარტი), ან ერთი "მასტის" ორი კარტით ან ერთი "მასტის" სამი კარტით. (კარტის ჩამოგდება "მასტის" მიხედვით არ არის აუცილებელი). თუ კარტი გაჭრილია პარტნიორის კარტის მიერ, მაშინ "ვზიატკას" (ქულას) იღებს პარტნიორი, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი, "ვზიატკას" (ქულას) იღებს კარტის ჩამომსვლელი.

• ვინც პირველი დააგროვებს 31 ქულას ის იგებს. თავის გამოცხადება მოგებულად მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა მისი სვლა არის. იმ შემთხვევაში როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა" იგი პარტიას იგებს შეგროვილი ქულების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად. თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება 31 ქულა იგი ითვლება წაგებულად.

• თუ პარტნიორმა ვერ შეძლო თქვენს მიერ ჩამოსული კარტის გაჭრა, მას უფლება აქვს კარტები დაფარულად გაგატანოთ. თქვენ არ გაქვთ მათი ნახვის უფლება და არც შეგიძლიათ, სანამ თამაშის შეწყვეტას არ გამოაცხადებთ. (რაც ჩვეულებრივ ხდება სიტყვის "ვარ" -ს გამოცხადების მერე).

• თუ მოთამაშე გამოაცხადებს, რომ თამაში დამთავრდა და მას არ აღმოაჩნდა 31 ქულა- იგი ითვლება წაგებულად.

• თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი "მასტის" (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). სხვადასხვა რანგის მქონე ბანქოს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: "ტუზი" – 11 ქულა, "ათიანი" – 10 ქულა, "მეფე" - 4 ქულა, "დამა" - 3 ქულა, "ვალეტი” - 2 ქულა.

• თუ მოთამაშეს მოუვიდა სამი ერთნაირი ფერის კომბინაცია, (მალიუტკა) იმ დროს როდესაც თამაშის სახეობად არჩეული აქვს წესი "მალიუტკა რიგით", მაშინ როდესაც მისი სვლა არ არის, იგი თამაშს აგრძლებეს ჩვეულებრივად, რადგან მას არ აქვს სამივე კარტის ჩასვლის უფლება - რიგის გარეშე. ეს წესი არ მოქმედეს მაშინ როდესაც მოთამაშეს მოუვიდა სამი ერთნაირი ფერის კომბინაცია, (მალიუტკა) იმ დროს როდესაც თამაშის სახეობად არჩეული აქვს წესი "მალიუტკა ურიგოთ", ასევე მაშინ როცა მოთამაშეს მოუვა სამი კოზირის ფერი (ბურა). თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდა "მალიუტკა", სვლის უპირატესობა მისია ვისი სვლაც იყო.

• ბურა ისპლიტება (იყოფა) იმ შემთხვევაში, როდესაც შენი სვლაა, გიჭირავს ბურა და ამავდროულად მინიმუმ 2 კარტი გყავს წაყვანილი. ამ დროს შეგიძლია ბურა გასპლიტო და სამი კარტის ნაცვლად ჩახვიდე ერთი ან ორი. სხვა ყველა შემთხვევაში ბურა არ ისპლიტება.

• როდესაც მალუიტკა გყავს და მოწინააღმდეგე შემოდის იმავე ფერის ერთ ან ორ კარტს და ამავდროულად შენ ჭრი ამ კარტს, შეგიძლია მალიუტკაც შეხვიდე და ასევე შემოსული ერთი ან ორი კარტი გაჭრა.

• თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.
თამაშის ხანგრძლივობა - თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება წინასწარ არჩეული ანგარიშით. ჩვენ მოთამაშეს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რომელიც მან უნდა გააკეთოს მაგიდის გახსნამდე, თუ სადამდე სურს მას თამაში. 1 ქულამდე, 3 ქულამდე, 5 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.

• მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 1.5 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე 1.5 წუთში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.

• დარიგების დასრულების შემდეგ ორივე მოთამაშე პარალელურად ითვლის გახსნილი კარტის ქულებს, რომლისთვისაც მათ აქვთ 1.5 წუთი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოთამაშე გადააჭარბებს 1.5 წუთს და არ დააჭერს ღილაკს "კი" ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ განსაზღვრული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.

მოგების შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს რისკ თამაში და მოგება გაზარდოს.რისკ თამაშის არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება ხუთი ცალი კარტი აქედან ავტომატურად ამოტრიალდება პირველი კარტი. იმის მიხედვით როგორი კარტი გაიხსნება მოთამაშეს შეუძლია გარისკოს და გახსნას რომელიმე კარტი მოგების შემთხვევაში გაიორმაგოს თანხა. ან არ გარისკოს და დააჭიროს თანხის აღების ღილაკს და შეწყვიტოს თამაში.რისკ თამაშის ნაბიჯების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ინფორმაცია ფსონებზე: მაგიდის შესაქმნელად მინიმალური ფსონი არის - 0.40 ლარი ,ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი. მაქსიმალური მოგება არის 1000 ლარი.

• ამის შემდეგ ხდება რაუნდების არჩევა (ანუ არჩევა თუ რა ანგარიშამდე გსურთ თამაში) შესაძლებელია 1, 3, 5, 7 ან 11 რაუნდიანი მაგიდის შექმნა. სურვილისამებრ ვირჩევთ მალიუტკას - რიგით ან ურიგოდ. ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი და "პარტიის დავით" თამაში.

"პარტიის დავით" არჩევისას მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მაგიდის ფსონის გაორმაგება, გასამმაგება, გაოთხმაგება, გახუთმაგება, გაექვსმაგება (დავი, სე, ჩარი, ფანჯი, შაში) თამაშის მიმდინარეობისას, ბალანსზე არსებული თანხის შესაძლებლობიდან გამომდინარე. ბურის საკომისიო შეადგენს 5%.

5 კარტა ბურა

• ხუთი ერთი "მასტის" ფერის ბანქოს ჰქვია: "მცირე კომბინაცია" ანუ "მალიუტკა", ხუთი კოზირის კომბინაცია: "ბურა", თამაში სადაც "მალუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოდ და თამაში სადაც "მალუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს რიგით, ორივე შემთხვევაში ბურა არის ურიგო.

• თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.

• თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი "მასტის" (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). ჯვარი). სხვადასხვა რანგის მქონე ბანქოს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: "ტუზი" – 11 ქულა, "ათიანი” – 10 ქულა, "მეფე" - 4 ქულა, "დამა" - 3 ქულა, "ვალეტი" - 2 ქულა, 6,7,8,9 – 0 ქულა.


თამაშის წესები:

• თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელმაც თამაშის დაწყებისას გამოიცნო კოზირის ფერი, თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 5-5 ბანქო რიგრიგობით, შემთხვევითი წესით, პროგრამის მეშვეობით ტრიალდება ერთი ბანქო რომელიც განსაზღვრავს კოზირს, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტა იდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.

• ერთი და იგივე ფერის უფრო მაღალი ბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრება უფრო დაბალი ''მასტის'' ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდ უფრო მაღალი კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრის მეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მას ჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს, სამს, ოთხს ან ხუთს) დაფარულად. მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დააგროვებს 61 ქულას და იტყვის "ვარ" ან მოაგროვებს 5 კოზირს "ბურა"-ს. "ვარ"- დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნება 61 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე. თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდება 60- 60 ქულა მიმდინარე ხელი ჩაითვლება ფრედ.

• ბურა ისპლიტება (იყოფა) იმ შემთხვევაში, როდესაც შენი სვლაა, გიჭირავს ბურა და ამავდროულად მინიმუმ 2 კარტი გყავს წაყვანილი. ამ დროს შეგიძლია ბურა გასპლიტო და სამი კარტის ნაცვლად ჩახვიდე ერთი ან ორი. სხვა ყველა შემთხვევაში ბურა არ ისპლიტება.

• როდესაც მალუიტკა გყავს და მოწინააღმდეგე შემოდის იმავე ფერის ერთ ან ორ კარტს და ამავდროულად შენ ჭრი ამ კარტს, შეგიძლია მალიუტკაც შეხვიდე და ასევე შემოსული ერთი ან ორი კარტი გაჭრა.


თამაშის ხანგრძლივობა

• თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება წინასწარ არჩეული ანგარიშით. ჩვენ მოთამაშეს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რომელიც მან უნდა გააკეთოს მაგიდის გახსნამდე, თუ სადამდე სურს მას თამაში. 1 ქულამდე, 3 ქულამდე, 5 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.

• მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 1.5 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე 1.5 წუთში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.
მოგების შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს რისკ თამაში და მოგება გაზარდოს.რისკ თამაშის არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება ხუთი ცალი კარტი აქედან ავტომატურად ამოტრიალდება პირველი კარტი. იმის მიხედვით როგორი კარტი გაიხსნება მოთამაშეს შეუძლია გარისკოს და გახსნას რომელიმე კარტი მოგების შემთხვევაში გაიორმაგოს თანხა. ან არ გარისკოს და დააჭიროს თანხის აღების ღილაკს და შეწყვიტოს თამაში.რისკ თამაშის ნაბიჯების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ინფორმაცია ფსონებზე:

• მაგიდის შესაქმნელად მინიმალური ფსონი არის - 0.40 ლარი ,ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი. მაქსიმალური მოგება არის 1000 ლარი.

• ამის შემდეგ ხდება რაუნდების არჩევა (ანუ არჩევა თუ რა ანგარიშამდე გსურთ თამაში) შესაძლებელია 1, 3, 5, 7 ან 11 რაუნდიანი მაგიდის შექმნა. სურვილისამებრ ვირჩევთ მალიუტკას - რიგით ან ურიგოდ. ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი და "პარტიის დავით" თამაში.

"პარტიის დავით" არჩევისას მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მაგიდის ფსონის გაორმაგება, გასამმაგება, გაოთხმაგება, გახუთმაგება, გაექვსმაგება (დავი, სე, ჩარი, ფანჯი, შაში) თამაშის მიმდინარეობისას, ბალანსზე არსებული თანხის შესაძლებლობიდან გამომდინარე. ბურის საკომისიო შეადგენს 5%.

ინტერნეტ სეკა

ბანქოს თამაში "სეკა" განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. მოთამაშეების რაოდენობა "სეკის" თამაშისას მერყეობს ორიდან ექვს მოთამაშემდე. ბანქოს კარტების რაოდენობა არის 21 ცალი.

• "სეკა 21" ის თამაშის წესები: "სეკა 21" 21 კარტი ბანქოს შეკვრაში - თამაშში გამოიყენება 21 კარტი.

ბანქოს შეკვრაში არის ჯოკერი - ანუ 9 ჯვარი, ბანქოს შეკვრას ამატებენ 9 ჯვარს და ის გამოიყენება ნებისმიერკომბინაციაში, ნებისმიერ კარტად.

მოთამაშეების რაოდენობა: 2 დან 6 მდე;

კარტების რაოდენობა შეკვრაში: 20 +ჯოკერი ანუ 9 ჯვარი, სულ 21.

კარტების აღმატებულობა რანგების მიხედვით: ათიანი, ვალეტი, დამა, კაროლი, ტუზი. თამაშის მიზანი: დააგროვო რაც შეიძლება ბევრი ქულა ხელში არსებული ბანქოებით. დამრიგებელს ირჩევენ ავტომატურად. შემდგომ დამრიგებელი იცვლება თანმიმდევრობის მიხედვით საათის ისრის მიმართულებით.

თამაშის დაწყებამდე ყველა მოთამაშე ჩამოდის საწყის ფსონს. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება სამ-სამი კარტი, დარჩენილი კარტები თამაშში არ მონაწილეობენ.

პირველ ფსონს აკეთებს დამრიგებლის მარცხენა მხარეს მჯდომი მოთამაშე. მას შეუძლია გააკეთოს ნებიმიერი "ფსონი" ან თქვას "დავწექი". თუმცა, "დავწექის" შემთხვევაში მან უნდა დაყაროს თავის კარტი, რაც ნიშანავს, რომ იგი იმ რაუნდში მონაწილეობას აღარ ღებულობს. შემდგომ მიმდინარეობს ვაჭრობა მოთამაშეთა შორის. პირველი სვლა ეკუთვნის მოთამაშეს, რომელიც დამრიგებლისაგან ხელმარცხნივ ზის. მას შეუძლია როგორც ფსონის ჩამოსვლა, ასევე სვლის გატარება. აგრეთვე მას შეუძლია კარტის დაყრა და თამაშიდან გამოსვლა. თამაშში შეიძლება იყოს დათქმული ზღვარი, რის ზემოთაც ფსონის აწევა არ შეიძლება. თუ მოთამაშემ დადო ფსონი, შემდეგი მოთამაშე ვალდებულია დადოს იმდენივე ან იმაზე მეტი, ან დაყაროს კარტი. დაფარული თამაში "წიომნი" ნებადართულია - მოთამაშეებს შეუძლიათ დაფარულად (წიომნი) ითამაშონ, მაგრამ ფსონები იდება ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი თამაშის დროს. მაგალითად: თუ თქვენ თქვით "წიომნი" ეს ნიშანვს, რომ მიმდინარე კონი გააორმაგეთ, რაც ვრცელდება სხვა მოთამაშეებზეც, რომლებიც რიგში თქვენს შემდეგ იმყოფებიან. მათ შეუძლიათ "პერეწიომნი"-ის დაძახება, თქვენი გაორმაგებული კონის კიდევ გაორმაგება, ან "უარის თქმა". ამ შემთხევაში თამაში მოხდება თქვენ გაორმაგებულ კონზე. კარტის გახსნის შემდეგ (თუ რომელიმე მოთამაშე თქვენს წინ გახსნის კარტს) თქვენ რიგზე შეგიძლიათ განაგრძოთ ვაჭრობა სხვა მოთამაშეებთან. მიმდინარე თამაშის წესების თანხამად, თქვენ არ ხართ ვალდებული გახსნათ კარტი თუ წრეზე თქვენ შემდგომ კიდევ არის დარჩენილი მოთამაშეები, რომელთაც ასევე არ აქვთ გახსნილი კარტები. თქვენ შეგიძლიათ მათთან ვაჭრობის გაგრძელება იმ შემთხვევაში თუ თქვენი კარტი წინა მოთამაშის მიერ გახსნილ კარტზე მაღალია, ანუ თქვენი კარტის კომბინაციის რიცხვობრივი ჯამი აღემატეა გასნილი კარტის რიცხვობრივ ჯამს.

• იმ შემთხვევაში თუ თამაშის პროცესში, რომნელიმე მოთამაშეს ბალანსზე არ აქვს მიმდინარე ფსონის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, ასეთ დროს არსებული თანხით, მას შეუძლია თამაშის გაგძელებაში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ეს მოთამაშე მოიგებს, მას დაერიცხება ჯამურ ფსონში მის მიერ განხორციელებული ფსონების პროპორციული მოგება, დანარჩენი თანხა დარჩება კონში, რომლიც გადათამაშდება შემდეგ რაუნდში.

• ქულები თამაშის პროცესში ფორმირდება კომბინაციების მიხედვით, რომლებიც არსებობს ორი ტიპის:
      კომბინაცია მასტის მიხედვით - შედგება ერთი მასტის კარტებისაგან;
      კომბინაცია თანრიგის მიხედვით - შედგება ერთნაირი თანრიგის კარტებისაგან

• უმაღლესი რანგის კომბინაციად ითვლება-სამი ტუზი;

• თუ თამაშში ნებადართულია ჯოკერი - 9 ჯვარი, მაშინ ის შეიძლება დაემატოს ნებისმიერ კომბინაციას, ნებისმიერი კარტის რანგში. (+11 კომბინაციის შეჯამებისას). ყველა, ხელში მყოფ შესაძლო ვარიანტიდან აირჩევა ის ვარიანტი, რომელიც ჯამში იძლევა ყველაზე მაღალ ქულას. გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დარიგებულია სხვადასხვა მასტის კარტი გარდა ჯვრისა და სხვადასხვა რანგის ტუზზე დაბალი კარტი. მაგ: K♦ J♥Joker=11.

• მაგალითად: A♥K♥K♦ = 21, A♥K♦Joker = 22, A♥K♦Q♣ = 11 იმისდა მიხედვით რა ვარიანტია შერჩეული თამაშისათვის. ერთნაირ ქულებიანი კომბინაციები განსხვავდებიან - თამაშში შერჩეული ვარიანტიდან გამომდინარე, "მასტი უფრო მნიშვნელოვანია", ვიდრე კარტების კომბინაცია. მაგ. 10♥K♥Q♣ უფრო აღმატებულია, ვიდრე კომბინაცია 10♦J♥J♣.

• თამაში მიმდინარეობს იქამდე სანამ არ დარჩება ორი მოთამაშე, რომელთაც შეუძლიათ გახსნან კარტები და გამოავლინონ მოგებული მათ შორის.

• თუ კარტების გახსნისას მოთამაშეებს აქვთ ერთნაირი ქულების რაოდენობა, სიტუაციას ეწოდება "სეკა" და მოთამაშეები გაითამაშებენ მიმდინარე ბანკს შემდეგ თამაშში. სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ სეკის თამაშს ფსონის ჩამოსვლის შემდგომ. იმ შემთხვევაში თუ მოხდება "სეკა" და გადათამაშების შემდეგ რომელიმე მოთამაშეს გამოელევა ბალანსზე თანხა, პროგრამა მას აღარ მისცემს თამაშის გაგრძელბის საშუალებას.

ინფორმაცია ფსონებზე:

მინიმალური სათამაშო თანხა მაგიდაზე არის - 1 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი. მაქსიმალური მოგება არის 2500 ლარი. ფსონში მინიმალური შეასატანი თანხა არის - 0.10 ლარი, ხოლო ფსონის მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია სათამაშო თანხის რაოდენობაზე. სათამაშო თანხა ყოველთვის 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ფსონში ჩასულ თანხაზე. მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს - 2 მოთამაშე, ხოლო მაქსიმალური - 6 მოთამაშე. სეკის საკომისიო შეადგენს 6%.

ინტერნეტ დომინო

თამაში მიმდინარეობს 28 ქვით. თითოეულ ქვაზე გამოსახულია 2 ღირებულების ციფრი (0-დან 6-მდე), რომელიც თამაშის მსვლელობის მთავარ პრინციპს განაპირობებს. ყოველი ხელის დაწყების დროს მოთამაშეებს ურიგდებათ 7 – 7 ქვა, დანარჩენი 14 ქვა რჩება ე.წ. ბაზარში. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელსაც აქვს ორი მაღალი ერთნაირი ციფრის მქონე ქვა. ქვის მიდება ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მნიშვნელობის ციფრის მქონე ქვასთან.

თამაშში გამარჯვების მთავარი პრინციპია ქულების მოგროვება, რომელიც ითვლება ქვების ბოლო ციფრების დაჯამებით. სათამაშო ხელის რაოდენობას მოთამაშე მაგიდის შექმნისას განსაზღვრავს. ხელის მაქსიმუმი რაოდენობაა 3.

• თამაშის მსვლელობისას, თუ მოთამაშეს არ ყავს თამაშის გასაგრძელებლად საჭირო მნიშვნელობის მქონე ქვა, იგი მიდის ე.წ. ბაზარში და შემთხვევითობის პრინციპით იღებს ერთ-ერთ დაფარულ ქვას.

• ხელი დასრულებულად ითვლება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გამოიყენებს უკანასკნელ ქვას, ამ შემთხვევაშიც მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ქვების რიცხობრივი მნიშვნელობა დაითვლება 5 ქულიანი დამრგვალებით და დაერიცხება ხელის გამარჯვებულს. თუ მოწინააღმდეგეს ხელში დარჩა მხოლოდ 0-0 (იგივე "პუსტა-პუსტა") ქულის მნიშვნელობის ქვა ამ შემთხვევაში გამარჯვებული იწერს 10 ქულას. შემდეგ ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული.

თუ რომელიმე მოთამაშემ დადო ისეთი ქვა, რომლის დადების მერეც თამაშის გაგრძელების საშუალება არ აქვს არცერთ მოთამაშეს, თამაში ცხადდება დაკეტილად, ასეთ სიტუაციაში თამაში არ სრულდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე მოთამაშეს უკვე აქვს დაგროვილი საჭირო რაოდენობის ქულა. მომდევნო დარიგებაში "სტავკიორი" ხდება ის მოთამაშე რომელმაც დაკეტა თამაში.

ქულების დაგროვება ხდება წინასწარ დათქმულ რაოდენობამდე (75, 175, 255, 355). ხელის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოაგროვებს ამ რაოდენობას. ხელის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულს ენიჭება პარტიის ქულა.

პარტიის ქულა შეიძლება იყოს 1-ზე მეტი შემდეგ შემთხვევებში:
      • თუ ხელი თამაშდება 255 ქულამდე და ხელის დასრულებისას ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს 50 ან ნაკლები ქულა, ოპონენტი მოიპოვებს 3 ქულას.
      • თუ ხელი თამაშდება 255 ქულამდე და ხელის დასრულებისას ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს 50-დან 100-მდე ქულა, ოპონენტი მოიპოვებს 2 ქულას.
      • თუ ხელი თამაშდება 355 ქულამდე და ხელის დასრულებისას ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს 50 ან ნაკლები ქულა, ოპონენტი მოიპოვებს 3 ქულას.
      • თუ ხელი თამაშდება 355 ქულამდე და ხელის დასრულებისას ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს 50-დან 100-მდე ქულა, ოპონენტი მოიპოვებს 2 ქულას.
      • თუ ხელი თამაშდება 175 ქულამდე და ხელის დასრულებისას ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს 50 ან ნაკლები ქულა, ოპონენტი მოიპოვებს 2 ქულას.

• ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ხელის მოგებისას გამარჯვებულს ენიჭება 1 ქულა. თამაშის დაწყებამდე მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თამაშის სახეობა - "ჩვეულებრივი" ან "პარტიის დავი" (დავი, სე, ჩარი, ფანჯი ან შაში).

თამაშის ხანგრძლივობა - თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება წინასწარ არჩეული ანგარიშით. ჩვენ მოთამაშეს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რომელიც მან უნდა გააკეთოს მაგიდის გახსნამდე, თუ სადამდე სურს მას თამაში. 1 ხელი, 2 ხელი, 3 ხელი.

• მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 2.25 წუთი(135 წამი). იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე 2.25 წუთში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.
"პარტიის დავის" არჩევის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია თამაშის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს გადავება შესთავაზოს და სათამაშო ფსონი გააორმაგოს. მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანმიმდევრობით შესთავაზონ "სე", "ჩარი", "ფანჯი" და "შაში". ამასთანავე, თუ მოთამაშე უარს იტყვის "პარტიის დავზე" იგი წააგებს მთელ პარტიას და არა მხოლოდ ხელს. მაგ.: შექმნილია მაგიდა შემდეგი მონაცემებით:
      • თანხა - 1 ლარი
      • ქულა - 255
      • ხელი - 3
      პარტიის დავი - დავი
ასეთ შემთხვევაში, "პარტიის დავის" შეთავაზებაზე თუ მოთამაშე უარს იტყვის ის წააგებს პარტიას (და არა მხოლოდ ხელს).

• დომინოს საკომისიო შეადგენს 6%.

მოგების შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს რისკ თამაში და მოგება გაზარდოს.რისკ თამაშის არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება ხუთი ცალი დომინოს ქვა აქედან ავტომატურად ამოტრიალდება ერთი ქვა. იმის მიხედვით როგორი ქვა გაიხსნება მოთამაშეს შეუძლია გარისკოს და გახსნას რომელიმე ქვა მოგების შემთხვევაში გაიორმაგოს თანხა. ან არ გარისკოს და დააჭიროს თანხის აღების ღილაკს და შეწყვიტოს თამაში. რისკ თამაშის ნაბიჯების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ინფორმაცია ფსონებზე:

• მაგიდის შესაქმენელად მინიმალური ფსონი არის - 0.40 ლარი და მაქსიმალური - 500ლარი. მაქსიმალური მოგება არის 1000 ლარი. დომინოს საკომისიო შეადგენს 6%.

ნარდი

Crystalbet-ზე ნარდის სამი სახეობაა წარმოდგენილი - ჩვეულებრივი ნარდი, გრძელი ნარდი და ჰიპერ-ნარდი.

ჩვეულებრივი ნარდი
ზოგადი წესები

ნარდის დაფას აქვს 24 სამკუთხედი, ცვალებადი ფერებით( შავი–თეთრი–შავი–თეთრი...), რომლებსაც ჰქვიათ წერტილები(POINTS). დაფა გაყოფილია 4 ნაწილად, კვადრატებად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია 6 ხაზი. თქვენ და თქვენს ოპონენტს გაგაჩნიათ შიდა(სახლი) და გარე დაფა, რომლებიც გაყოფილია ვერტიკალური სექციით–ბორტით. მას შემდეგ რაც ქვა კვდება იგი თავსდება ბორტზე, და გაცოცხლებით ცოცხლდება მხოლოდ ოპონენტის სახლში. სასტარტო პოზიცია – არის ქვების საწყის პოზიციებში. სულ თამაშში არის 30 ქვა, 15 ერთი ფერის და 15 მეორე ფერის. თავიდან ქვები ლაგდება შემდეგი პრინციპით: 2 ქვა 24 წერტილში თითოეული მოთამაშისათვის, 5 ქვა 13–ე წერტილში, 3 ყოველ 8–ე წერტილში და 5 ყოველ 6–ე წერტილში. თამაშის მიმართულებ არის, თქვენი ოპონენტის სახლიდან მის გარე დაფამდე–თქვენს სახლამდე.

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი თითოეული მოთამაშისათვის არის–შემოიყვანოს ყველა ქვა თავის სახლში და შემდეგ მოხსნას ისინი დაფიდან. პირველი მოთამაშე რომელიც მოხსნის ყველა ქვას არის მიმდინარე ხელის გამარჯვებული.

თამაშის დასაწყისი: თამაშის დასაწყისში ორივე მოთამაშე აგდებს კამათელს. ის ვინც უფრო მეტ რიცხვს გააგორებს ის იწყებს თამაშს.

ქვების გადაადგილება: ქვები ყოველთვის მოძრაობენ წრეზე, ბიჯებით რომლებიც ტოლია კამათელზე ამოსული რიცხვებისა.

რიხვები კამათლებზე აღნიშნავენ განსხვავებულ სვლებს. მაგალითად თუ გაგორდება 4 და 6, ამ შემთხვევაში მოთამაშეს შუძლია ქვის გადაადგლება 4 წერტილზე, საბოლოო წერტილი უნდა იყოს თავისუფალი და შემდეგ შეუძლია შემდეგი ქვის გადაადგილება 6 ერტილზე, ან შეუძლია გააადგილოს ერთი ქვა 10 წერტილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შუალედური წერტილი არის თაფისუფალი.

ქვები ყოველთვის მოძრაობენ გარე დაფიდან სახლისაკენ.

წყვილის გაგორების შემთხვევაში (2:2, 3:3, 4:4 და ა.შ.) მოთამაშე ეძლევა ოთხი სვლა.

ქვა შეიძლება გაადგილებულ იქნას მხოლოდ ღია წერტილში, იმ წერტილში რომელიც არ არის დაკავებული ორი ან ორზე მეტი ქვით. ქვა შეიძლება გადაადგილდეს წერტილზე სადაც არის მოწინააღმდეგის ერთი ქვა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგის ქვა ითვლება მკვდარად და თავსდება ბორტზე.

ბორტი: ბორტი არის ცენტრალური ხაზი, რომელიც აცალკევებს გარე და შიდა დაფას და ის ქვა, რომელიც ხვდება მასზე გადის თამაშიდან მანამ სანამ არ გააცოცხლებენ ოპონენტის სახლში.

იმისათვის რომ თავი დავიცვათ ასეთი შემთხვევებისგან უნდა გამოვიყენოთ სვლები ისე რომ შეძლებისდაგვარად ავიცილოთ წერტილები სადაც ერთი ქვა არის განთავსებული. მოთამაშე აკონტორლებს წერტილს თუ ზედ განთავსებულია მისი ორი ქვა.

ქვის გაცოცხლება: ქვები ცოცხლდებიან წერტილებზე რომლებიც ამოდის კამათელზე (მაგალითად, თუ ამოვიდა 4,2, გაცოცხლება შესაძლებელია 2 ზე ან 4ზე). ქვის მოკვლა სავალდებულო არ არის. იმ წერტილებში სადაც ორი ან ორზე მეტი ქვაა, ქვები ვერ ცოცხლდიბიან და მოთამაშე ტოვებს სვლას. თუ მოთამაშემ დაიკავა 6–ვე წერტილი თავის სახლში, თქვენ ვერ აცოცხლებთ ქვებს, მანამ სანამ თქვენი ოპონენტი არ გახსნის ერთ წერტილს მაინც. თუ მოთამაშეს ჰყავს ქვები ბორტზე ყველა უნდა გააცოცხლოს მანამ სანამ იგი სხვა ქვით ითამაშებს.

ქვების გამოყვანა დაფიდან: ქვების გაყვანა არის ფინალური სტადია და იწყება მას მერე რაც ყველა ქვა არის თქვენს სახლში. მას შემდეგ რაც ქვები არიან სახლში ისინი გადიან დაფიდან კამათელზე ამოსული ნომრების შესაბამისად.(მაგალითად თუ ამოვიდა 5,3: შესაძლებელია თითო თითო ქვის მოხსნა 3,5 წერტილიდან). ქვების გაყვანის პროცესში შესაძლებებლი ერთი ქვის გაყვანა და ერთი უბრალო სვლის გაკეთება. ყოველი გაგორება სრულდება სრულად (მაგალითად თუ გაგორდა 3, არ შეიძლება 5–ზე სვლა). თუ მოთამაშეს არ აქვს სვლა იგი ტოვებს სვლას. მოთამაშე რომელიც პირველი გაიყვანს ყველა 15 ქვას დაფიდან იგებს.

დავი: მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ დავი ანუ ორ ქულაზე თამაში, მოთამაშე რომელიც იღებს გამოწვევას, ეძლევა უპირატესობა შესთავაზოს მოწინააღმდეგეს სე (ჩარი, ფანჯი, შაში).

ნარდის საკომისიო შეადგენს პირველ ხელზე 5,5% ს, ხოლო ყოველ დამატებით ხელზე + 0.5%. საიდანაც ჯეკპოტის გათამაშების ფონდს განსაზღვრავს კომპანია თავისი შეხედულებით.

გრძელი ნარდი
ზოგადი წესები

ნარდის დაფას აქვს 24 სამკუთხედი, ცვალებადი ფერებით( შავი–თეთრი–შავი–თეთრი...), რომლებსაც ჰქვიათ წერტილები(POINTS). დაფა გაყოფილია 4 ნაწილად, კვადრატებად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია 6 ხაზი. თქვენ და თქვენს ოპონენტს გაგაჩნიათ შიდა(სახლი) და გარე დაფა, რომლებიც გაყოფილია ვერტიკალური სექციით–ბორტით. სულ თამაშში არის 30 ქვა, 15 ერთი ფერის და 15 მეორე ფერის. თავიდან ქვები ლაგდება შემდეგი პრინციპით: ყველა ქვა 24 წერტილში თითოეული მოთამაშისათვის. თამაშის მიმართულება არის მოწინააღმდეგის სახლიდან მის გარე დაფამდე და შემდეგ თქვენს სახლამდე.

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი თითოეული მოთამაშისათვის არის–შემოიყვანოს ყველა ქვა თავის სახლში და შემდეგ მოხსნას ისინი დაფიდან. პირველი მოთამაშე რომელიც მოხსნის ყველა ქვას არის მიმდინარე ხელის გამარჯვებული.

თამაშის დასაწყისი: თამაშის დასაწყისში ორივე მოთამაშე აგდებს კამათელს. ის ვინც უფრო მეტ რიცხვს გააგორებს ის იწყებს თამაშს. ქვების გადაადგილება: ქვები ყოველთვის მოძრაობენ წრეზე, ბიჯებით რომლებიც ტოლია კამათელზე ამოსული რიცხვებისა.

რიხვები კამათლებზე აღნიშნავენ განსხვავებულ სვლებს. მაგალითად თუ გაგორდება 4 და 6, ამ შემთხვევაში მოთამაშეს შუძლია ქვის გადაადგლება 4 წერტილზე, საბოლოო წერტილი უნდა იყოს თავისუფალი და შემდეგ შეუძლია შემდეგი ქვის გადაადგილება 6 წერტილზე, ან შეუძლია გააადგილოს ერთი ქვა 10 წერტილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შუალედური წერტილი არის თაფისუფალი. წყვილის გაგორების შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია გადაადგილოს მხოლოდ ერთი ქვა.

ქვები ყოველთვის მოძრაობენ გარე დაფიდან სახლისაკენ.

კამათლების პირველ გაგორებას გააჩნია ორი გამონაკლისი ზემოხსნებული წესებიდან:

1) თუ მოთამაშეს, რომელიც იწყებს თამაშს, პირველივე გაგორებაზე ამოუვა შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთი: 6x6 (დუ-შაში), 4x4 (დორი-ჩარი) ან 3x3 (დუ-სე), მას შეუძლია 2 ქვა გადაათამაშოს.

2) თუკი მოთამაშე რომელიც პირველი იწყებს თამაშს პირველივე გაგორებაზე გააგორებს შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთს: 5x5 (დუ-ბეში), 2x1 (დუ-იაქე) ან 6x2 (შაში-დუ), ხოლო მისი მოწინააღმდეგე ამის შემდეგ გააგორებს შემდეგი კომბინაციებიდან ერთ-ერთს: 4x4 (დორი-ჩარი), 5x5 (დუ-ბეში) ან 6x2 (შაში-დუ) ამ უკანასკნელს შეუძლია ორი ქვა გადაათამაშოს ერთის ნაცვლად.

აკრძალულია მიყოლებით 6 წერტილის ჩაკეტვა (დაბლოკვა) თუკი ამ ბლოკის წინ არ დევს მოწინააღმდეგის თუნდაც ერთი ქვა.

თუ წერტილები ისეა ჩაკეტილი, რომ მოთამაშეს გაგორებული კომბინაციის გათამაშება არ შეუძლია, კომბინაცია გაუქმებულად ითვლება.

გრძელ ნარდში მოწინააღმდეგის ქვის მოკვლა არ შეიძლება. მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ წერტილზე ქვას ვერ გადაადგილებთ. თუ მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ერთ კამათელზე ამოსული რიცხვით გადაადგილოს ქვა, ხოლო მეორე კამათლით განსაზღვრული რიცხვის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ ეს მეორე რიცხვი უქმდება და მოთამაშე მხოლოდ ერთი კამათლის მიერ მოცემულ რიცხვს იყენებს.

ქვების გამოყვანა დაფიდან: ქვების გაყვანა არის ფინალური სტადია და იწყება მას მერე რაც ყველა ქვა არის თქვენს სახლში. მას შემდეგ რაც ქვები არიან სახლში ისინი გადიან დაფიდან კამათელზე ამოსული ნომრების შესაბამისად.(მაგალითად თუ ამოვიდა 5,3: შესაძლებელია თითო თითო ქვის მოხსნა 3,5 წერტილიდან). ქვების გაყვანის პროცესში შესაძლებებლი ერთი ქვის გაყვანა და ერთი უბრალო სვლის გაკეთება. ყოველი გაგორება სრულდება სრულად (მაგალითად თუ გაგორდა 3, არ შეიძლება 5–ზე სვლა). თუ მოთამაშეს არ აქვს სვლა იგი ტოვებს სვლას. მოთამაშე რომელიც პირველი გაიყვანს ყველა 15 ქვას დაფიდან იგებს.

ჰიპერ-ნარდი

ჰიპერ-ნარდის თამაშის წესები იგივეა რაც ჩვეულებრივი ნარდის. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 30 ქვის ნაცვლად თამაშში 6 ქვა მონაწილეობს - 3 ერთი ფერის და 3 მეორე ფერის. ქვების საწყისი განლაგებაა: თითო ქვა 24,23 და 22 წერტილებში.

რისკ-თამაში

მოგების შემთხვევაში მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს რისკ თამაში და მოგება გაზარდოს. რისკ თამაშის არჩევის შემთხვევაში ავტომატურად გაგორდება კამათელი და იმის მიხედვით რა რიცხვი დაჯდება მოთამაშეს შეუძლია გარისკოს გააგოროს თავისი კამათელი და მოგების შემთხვევაში გაიორმაგოს თანხა. ან არ გარისკოს და დააჭიროს თანხის აღების ღილაკს და შეწყვიტოს თამაში .რისკ თამაშის ნაბიჯების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ბლექჯეკი

ეს არის ბლექჯეკი ერთ დარიგებაში. მოთამაშეს ეძლევა საშუალება მაგიდაზე არსებული ხუთივე სათამაშო ადგილი დაიკავოს. თამაში მიმდინარეობს კარტის 6 შეკვრით. თამაშის მიზანია, მოთამაშემ დააგროვოს 21 ქულა, ან 21-მდე მიახლოებული კომბინაცია. 21 ქულაზე გადაცილება (ჩაწვა) ფსონის წაგებას ნიშნავს. თუ თქვენი პირველი ორი კარტის ჯამი 21-ის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ბლექჯეკი.

თამაშის წესები

მოთამაშე მოგებულია თუკი მის მიერ დაგროვილი ქულა აჭარბებს დილერის კომბინაციას. ბლექჯეკის შემთხვევაში მოგება სამი ორთან (3:2) შეადგენს (იმ შემთხვევაში თუკი დილერს ბლექჯეკი არ ჰყავს). ტუზი 1-ის ან 11-ის ტოლია, ყველა ნახატი კარტი 10 ქულას უდრის, ხოლო დანარჩენი კარტის ქულები თითოეულ მათგანზე გამოხატული ციფრის იდენტურია. თუკი დაგროვილი ქულების ჯამმა 21-ს გადააჭარბა, მაშინ მოთამაშე აგებს ფსონს, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში არცერთი მხარე არ რჩება წაგებული და მოთამაშეს ფსონი უბრუნდება. ბლექჯეკის კომბინაცია უგებს 2-ზე მეტი კარტით დაგროვილ 21-ქულიან კომბინაციას.

თამაში წარმოებს ტრადიციული წესების მიხედვით, რამოდენიმე გამონაკლისის გათვალისწინებით:

- მოთამაშეს "სპლიტის” (კარტის გაყოფის) უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს.

- მოთამაშეს უფლება აქვს გააორმაგოს ფსონი "სპლიტის” შემდეგ.

ფსონის დადება

ფსონის დასადებად მოთამაშემ მაუსის დაწკაპებით უნდა აარჩიოს სასურველი ღირებულების ჩიპი და ამის შემდეგ დააკლიკოს მაგიდაზე ფსონის დადების ადგილზე.

მოთამაშის ვარიანტები

სპლიტი(გაყოფა): თუკი პირველი ორი კარტი ერთნაირი ღირებულებისაა, მოთამაშეს შეუძლია გაყოს ("გასპლიტოს”) კარტი ორ ცალკეულ ხელად, თავდაპირველი ფსონის ფასად. ამის შემდგომ თამაში ჩვეულებრივ გრძელდება ერთი გამონაკლისის გათვალისწინებით: ორი ტუზის "სპლიტის” შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება არ აქვს მოითხოვოს მესამე კარტი. ტუზების "სპლიტის” შემთხვევაში ბლექჯეკი 21 ქულად ითვლება.

გაორმაგება: თუკი პირველი ორი კარტის დარიგების შემდეგ მოთამაშემ 9-დან 15 ქულამდე მოაგროვა და ამასთან, ტუზის გარეშე, მოთამაშეს უფლება აქვს გააორმაგოს ფსონი (თუკი იგი დილერის ერთი კარტიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ უკეთესი ქულის დაგროვება შეუძლია), თუმცა ამ შემთხვევაში მოთამაშეს ურიგდება მხოლოდ ერთი კარტი, რის შემდეგაც იგი იძულებულია შეჩერდეს

დაზღვევა: დაზღვევა მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავი დაიცვას დილერის ბლექჯეკისაგან, მაგალითად: ისეთ შემთხვევაში, როდესაც დილერის პირველი კარტი ტუზია. დაზღვევის ღირებულება თავდაპირველი ფსონის ნახევარს შეადგენს. დილერთან ბლექჯეკის ამოსვლის შემთხვევაში, დაზღვევა 2:1-თან შეფარდებით ანაზღაურდება, რაც თავდაპირველი ფსონის ტოლფასია. იმ შემთხვევაში, თუკი მოთამაშე შეიძენს დაზღვევას, მაგრამ დილერს ბლექჯეკი არ ამოუვა, დაზღვევის თანხა მოთამაშეს არ უბრუნდება. მოთამაშესთან ბლექჯეკის ამოსვლის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მოითხოვოს მოგების 2:1-თან (ერთი ერთში) გადახდა, რაც ხელის დასრულებას ნიშნავს. თუკი ბლექჯეკის მქონე მოთამაშე განაგრძობს თამაშს და დილერსაც ბლექჯეკი ამოუვა, ცხადდება ფრე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშის მოგება შეადგენს 3:-თან.

დანებება: მოთამაშეს არ შეუძლია დანებება და თამაშის შეწყვეტა მის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში მოთამაშე ცხადდება წაგებულად.

Quick Play

Quick play არის მაგიდის თამაშების გამარტივებული ვარიაცია, სადაც მოთამაშეს მაგიდის შექმნის გარეშე შეუძლია ეთამაშოს მოწინააღმდეგეს .

Quick play-ის ყოველ მაგიდაზე წინასწარ პარამეტრადაა მითითებული თუ რა ოდენობის თანხაზე , რა ქულამდე , და რა კონკრეტული თამაშისთვის დამახასიათებელი პირობითაა შესაძლებელი თამაში.

თანხა აკლდება მოთამაშეს თამაშის დაწყების და არა რეგისტრაციისთანავე, მოგების შემთვხვევაში ბალანსზე აისახება თამაშის დასრულებისას.

Quick play-ის მთავარი მიზანი არის სწრაფი თამაში და კონკრეტული მაგიდის თამაშისთვის წესები უცვლელია.

VIBER CHAT
VIBER CHAT-ით სარგებლობისათვის საჭიროა კომპიუტერში გეყენოთ ვაიბერის აპლიკაცია
To use VIBER CHAT you must have
Viber installed on your PC
Для использования VIBER CHAT вы должны
установить Viber на свой компьютер
გადმოწერეთ VIBER
დაგვიკავშირდით
ფილიალები და სალაროები მეტი
კონტაქტი
სახელის აღდგენა
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები
აღდგენა
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები
+995
აღდგენა
პაროლის აღდგენა
შეავსეთ მოცემული ველები
აღდგენა
შეავსეთ მოცემული ველები
+995
აღდგენა
პაროლი შეიცვალა
შეტყობინება