1
რა არის უფასო ბილეთი და როდის იწყება აქცია?
უფასო ბილეთი არის აქცია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია ყოველდღიურად დადო უფასო ბილეთი, მოხვდე ყოველდღიურ, ყოველკვირეულ ან ფინალურ რეიტინგში, მიიღო შესაბამისი ფრიბეთები, ფრისპინები ან ფულადი პრიზები და დააგროვო ბილეთები ფინალური გათამაშებისთვის.
აქცია იწყება 2 ნოემბერს, 00:01 საათზე და სრულდება 20 დეკემბერს, 23:59 საათზე.
2
როგორ მივიღო აქციაში მონაწილეობა?
აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა იყო სრულად ვერიფიცირებული მომხმარებელი და ყოველდღე დადო სპორტის 10 პოზიციისგან შემდგარი უფასო ბილეთი. გამოცნობილი კოეფიციენტების ჯამი ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ფინალურ რეიტინგებში აისახება.
ლიდერბორდში დასაწინაურებლად უფასო ბილეთში გამოცნობილი კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მისიების შესრულებით. ყოველდღიურად 7-დან ნებისმიერი 1, 2, 3, 4 ან 5 მისიის შესრულებისას უფასო ბილეთში გამოცნობილი კოეფიციენტი გაგიმრავლდება შესრულებული მისიების რაოდენობაზე. შესაბამისად, "უფასო ბილეთის" ყოველდღიურ ბილეთში დაგროვებული ქულები გამრავლდება მაქსიმუმ 5-ზე. თითოეული მისიის შესრულება დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლია (00:01 - 23:59).
აქციაში არ მონაწილეობს ფრიბეთით დადებული და სისტემის ტიპის ბილეთები.
ბილეთში შემავალი თამაშებიდან რომელიმეს გადადების შემთხვევაში, მოცემული თამაშის კოეფიციენტი სარეიტინგო ქულის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული.
ბილეთში ყველა თამაშის გადადების შემთხვევაში დღის რეიტინგი არ განახლდება.
ყოველდღიური რეიტინგის ქულები განახლდება ყოველდღე.
ყოველკვირეული რეიტინგის ქულები დაანგარიშდება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.
ფინალური რეიტინგის ქულები დაანგარიშდება 2 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
3
რა ხდება ლიდერბორდში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში?
ლიდერბორდში თანაბარი ქულების და თანაბრად გამოცნობილი თამაშების დაგროვების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება მომხმარებელს, რომელსაც ფინალურ რეიტინგში მეტი ქულა ექნება.
4
როგორ დავაგროვო ფინალური გათამაშების ბილეთები და როდის გაიმართება გათამაშება?
ყოველდღიურ რეიტინგში მოხვედრისას მიიღებ ფრიბეთის ღირებულების ტოლ ფინალური გათამაშების ბილეთებს.
ყოველ შესრულებულ მისიაზე დამატებით მიიღებ ფინალური გათამაშების 5 ბილეთს.
აქციის პერიოდში სრული ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებ გათამაშების 10 ბილეთს.
ფინალური გათამაშება გაიმართება 22 დეკემბერს, 18:40 საათზე, „იმედის“ პირდაპირ ეთერში და „კრისტალბეთის“ ოფიციალურ ვებ და FACEBOOK გვერდებზე.
ფინალური გათამაშებების პრიზია: RANGE ROVER EVOQUE
იმ შემთხვევაში, თუ ამოსულ ნომერს ორი ცდიდან არავინ უპასუხებს, ეს ბილეთი გაუქმდება.
პრიზის მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
ყველა გამარჯვებული ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კრისტალბეთის სარეკლამო და საინფორმაციო აქტივობებში. უარის თქმის შემთხვევაში, კრისტალბეთი უფლებას იტოვებს, არ გადასცეს გამარჯვებულს პრიზი და არ დაურიცხოს მას ფულადი კომპენსაცია.
ნებისმიერი სადავო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კრისტალბეთი.